Accessibility links

logo-print

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 47 ადამიანი შეიწირა


ერაყში ძალადობამ ორშაბათს, სულ ცოტა, 47 ადამიანი შეიწირა. ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულში. იქ ექსტრემისტებმა მოკლეს ავტობუსში მყოფი 12 ადამიანი. რამდენიმე აფეთქება მოხდა ბაღდადში, ისევე როგორც ქალაქ ბაიჯიში. ხოლო ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტიკრიტში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს სამი ჯარისკაცი, რომელიც ნავთობსადენს იცავდა.
XS
SM
MD
LG