Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში შევიდა უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი


აშშ-ის კონგრესში "უკრაინელი ხალხის დემოკრატიული და ევროპული სწრაფვისა და საკუთარი მომავლის დაშინებისა და შიშის გარეშე არჩევის უფლების" მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი შევიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს მოქალაქეების უფლებას, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილების გამო – გადაედო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ამასთან, კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ იანუკოვიჩს, პასუხი მოსთხოვოს ყველა იმ დამნაშავეს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივ დარბევაში. "ხელისუფლების მხრიდან მომავალი ძალადობის შემთხვევაში, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატა სანქციებს განიხილავს მათ წინააღმდეგ, ვინც ძალის გამოყენებაზე გასცემს და ასრულებს ბრძანებებს", - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის ავტორიც კონგრესმენი ელიოტ ენგელია.
XS
SM
MD
LG