Accessibility links

logo-print

ვიტალი კლიჩკომ გადაწყვიტა პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს


უკრაინული ოპოზიციური პარტია "უდარის" ლიდერმა, ვიტალი კლიჩკომ გადაწყვიტა, თავისი კანდიდატურა უკრაინაში 2015 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დააყენოს. ამის შესახებ კლიჩკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა კლიჩკომ. იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი კანდიდატურა უნდა წარადგინოს. "მხოლოდ გაერთიანებული ძალებით გვაქვს შანსი, შევაჩეროთ დღევანდელი ხელისუფლება. თუ ჩვენ ერთიან კანდიდატზე არ შევთანხმდებით, გამოჩნდებიან კანდიდატები, რომლებიც ხმებს წაიღებენ",-განაცხადა კლიჩკომ.
XS
SM
MD
LG