Accessibility links

logo-print

მოსამართლე რიჩარდ ლეონი: სატელეფონო ზარების მონიტორინგი არაკონსტიტუციურია


ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მიმდინარე სატელეფონო ზარების მონიტორინგი, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო აწარმოებს, შესაძლოა არღვევდეს ამერიკის კონსტიტუციას, რომელიც კრძალავს ხელისუფლების მხრიდან უსაფუძვლო ჩარევას პირად ცხოვრებაში. რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იუწყება, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მობილური კომპანია „ვერიზონის“ ორი აბონენტის სარჩელი, რომლებმაც მოითხოვეს უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს შეეწყვიტა მათი სატელეფონო კავშირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. მოსამართლე რიჩარდ ლეონმა უსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს აუკრძალა მოსარჩელეების სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ანალოგიური სარჩელები სასამართლოში შეიტანა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. ვაშინგტონის ფედერალური სასამართლო არის პირველი სასამართლო, რომელმაც ამერიკული სპეცსამსახურების პრაქტიკა არაკონსტიტუციურად ცნო. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG