Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სერბია იანვარში დაიწყებს მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შესძლებს თუ არა, და როდის შესძლებს სერბია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. ამასთან, მინისტრები დასავლეთ ბალკანეთის სხვა სახელმწიფოების მიერ მიღწეულ პროგრესსაც შეაფასებენ. როგორც რადიო თავისუფლებამ ევროკავშირში მომუშავე წყაროსგან შეიტყო, სერბიას, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებენ ევროკავშირთან მოლაპარაკების უკვე იანვარში დაწყებაზე, პირობების გარეშე. ევროკავშირის ბევრი წევრი იმედოვნებდა, რომ მოლაპარაკება დეკემბერში დაიწყებოდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ გერმანია გამოვიდა. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების იმედი მაკედონიასაც ჰქონდა, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მას მეხუთედ ეტყვიან უარს, ძირითადად დასახელების თაობაზე საბერძნეთთან არსებული კონფლიქტის გამო.
XS
SM
MD
LG