Accessibility links

logo-print

ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე მესამე ვადის აღსრულებას იწყებს


გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი ოფიციალურად დაამტკიცა კანცლერის პოსტზე მესამე ვადით - მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა ეროვნულ არჩევნებში მოიპოვა გამარჯვება. 59 წლის მერკელი ქვეყანას ოთხი წლის განმავლობაში მართავს, „დიდ კოალიციასთან“ ერთად, რომელიც აერთიანებს ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს, ქრისტიანულ-სოციალურ კავშირს და სოციალ-დემოკრატებს. მერკელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა, კანცლერის პოსტზე პირველად 2005 წელს აირჩიეს. მის სამპარტიულ კოალიციას 631 ადგილიან ბუნდესტაგში 504 მანდატი ექნება. ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირველად იმუშავებს ქალი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი კანცლერის პოსტზე მერკელის სამომავლო შემცვლელად განიხილავს. საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელსაც ეს პოსტი უკვე ეკავა 2005-2009 წლებში.
XS
SM
MD
LG