Accessibility links

logo-print

პუტინმა და იანუკოვიჩმა „სტრატეგიული მოლაპარაკება“ გამართეს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრისას განუცხადა, რომ ორი ქვეყნის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა გაფართოვდეს. იანუკოვიჩი ამ განცხადებით გამოვიდა მოსკოვში, პუტინთან შეხვედრის დაწყებისას. შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის პრობლემური ეკონომიკისთვის დახმარების შესახებ მოლაპარაკება. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის „ყველაზე მგრძნობიარე საკითხებთან“ მიმართებით პროგრესი იქნება მიღწეული. იანუკოვიჩს რუსეთისგან ახალი სესხის მიღება და გაზის იმპორტზე დაბალი ფასის დაწესება სურს. მოლაპარაკების ფონია უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც გამოიწვია იანუკოვიჩის მოულოდნელმა და, როგორც ჩანს, მოსკოვის მხრიდან ზეწოლის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ ხელი არ მოეწერა პოლიტიკურ და სავაჭრო ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან. პრო-ევროპული ოპოზიცია შიშობს, რომ მოსკოვში ვიზიტისას იანუკოვიჩი უკრაინას ამზადებს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გასაწევრიანებლად.
XS
SM
MD
LG