Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება შაჰდენიზის პროექტის მეორე სტადია


შაჰდენიზის საბადოდან გაზის მოპოვების მეორე სტადია იწყება. ბაქოში, საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შაჰდენიზის პროექტის განხორციელების მეორე ეტაპისთვის მოიზიდავენ 45 მილიარდ დოლარზე მეტ თანხას. „აზერბაიჯანისთვის ისტორიული დღეა, რადგან შაჰდენიზის პროექტის მეორე ეტაპი შეცვლის ქვეყნის ენერგეტიკულ რუკას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა. მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში გაზის მარაგი 3 ტრილიონი კუბური მეტრია. შაჰდენიზის პროექტის მეორე სტადიაზე გაზის მოპოვება 2018 წლიდან დაიწყება, ექსპორტი კი საქართველოს გავლით განხორციელდება თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.
XS
SM
MD
LG