Accessibility links

logo-print

ჟენევაში გაიხსნა საერთაშორისო დისკუსიის 26-ე რაუნდი


ჟენევაში არაფორმალური ორმხრივი შეხვედრებით გაიხსნა ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 26-ე რაუნდი. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე კვლავ მკაცრად დასვამს საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების საკითხს და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის როგორც დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, ისე ფორმატის სხვა მონაწილეებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელია ძალის გამოუყენებლობის საკითხშიც. „ჯერი რუსეთზეა, რომ მან საქართველოს ნაბიჯს უპასუხოს და თავადაც აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება“, - განაცხადა ზალკალიანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის 26-ე რაუნდისგან, რომელიც 18 დეკემბერს დასრულდება, რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ელის.
XS
SM
MD
LG