Accessibility links

logo-print

სოჭის ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაციას შს მინისტრი უხელმძღვანელებს


სოჭის ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაციაში ორ გეი სპორტსმენს შორის ერთ-ერთი ჩოგბურთელი ბილი ჯინ კინგი იქნება. პირველად 2000 წლის შემდეგ აშშ-ის ოლიმპიურ დელეგაციაში არ იქნება პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტი, პირველი ლედი ან ვიცე-პრეზიდენტი. რუსეთმა საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა „გეი პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონის მიღების გამო. თეთრი სახლის 17 დეკემბრის განცხადებაში არ ყოფილა განსაკუთრებული მინიშნება რუსეთის კანონმდებლობაზე. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის ოლიმპიური დელეგაცია „წარმოადგენს აშშ-ის მრავალფეროვნებას“ და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „დარწმუნებულია, რომ ისინი მსოფლიოს აჩვენებენ აშშ-ის საუკეთესო მხარეებს - მრავალფეროვნებას, მიზანსწრაფულობასა და გუნდურობას“. თეთრი სახლის განცხადებით, ბარაკ ობამას განრიგი არ მისცემს მას ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების საშუალებას. სოჭის ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრებიან აგრეთვე საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტები. უფრო ადრე ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ არ ემხრობა აშშ-ის მიერ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების იდეას. ანალიტიკოსები მაინც თვლიან, რომ აშშ მაინც ძლიერ სიგნალს უგზავნის რუსეთს. 2010 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 2012 წლის ზაფხულის თამაშებზე კი პირველი ლედი მიშელ ობამა ხელმძღვანელობდა. სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის დელეგაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო უდგას სათავეში. დელეგაციაში შედის აშშ-ის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი.
XS
SM
MD
LG