Accessibility links

logo-print

სერბია 21 იანვარს დაიწყებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს


ევროკავშირის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვიტა მომავალი წლის იანვარში დაიწყოს სერბიასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულემ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა „აღიარეს რეფორმები და კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობები“. ფიულე აზუსტებს, რომ მოლაპარაკებები 21 იანვარს დაიწყება. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო 17 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG