Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წელს ავღანეთში გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის რიცხვი


ავღანეთში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის, იან კუბიშის მონაცემებით, 2013 წელს ავღანეთში გაიზარდა სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის რიცხვი. იან კუბიშმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე გამოსვლისას მოიყვანა სტატისტიკა - მიმდინარე წლის პირველი 11 თვის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, დაიღუპა 2730 და დაიჭრა 5169 ადამიანი, რაც 10%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს. ძალადობაზე პასუხისმგებლობა უმეტესწილად ეკისრება შეიარაღებულ ოპოზიციურ ჯგუფებს, მათ შორის თალიბანს. გაეროს ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ დაღუპულების ნახევარი შეიწირა გზის პირას ჩადებული ბომბებით გამოწვეულმა და თვითმკვლელების მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა. 2014 წლის მიწურულს ავღანეთს დავტოებს უცხოელი ჯარისკაცების უმრავლესობა. კუბიშმა შეშფოთება გამოთქვა 2014 წლის შემდგომი „ვაკუუმის“ გამო, თუ ქაბული ხელს არ მოაწერს ვაშინგტონთან შეთანხმებას უსაფრთხოების შესახებ.
XS
SM
MD
LG