Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა აქცია მერაბიშვილისა და უგულავას მხარდასაჭერად


18 დეკემბერს თბილისში, მთავარი პროკურატურის შენობასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა გამართეს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი აქცია. შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ქალაქის მერს გიგი უგულავასაც, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლით. ეს მუხლი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG