Accessibility links

გარდაიცვალა პირი, რომელიც ბრიტანეთში მატარებლის გახმაურებულ ძარცვაში მონაწილეობდა


გარდაიცვალა ბრიტანელი მძარცველი, რონი ბიგსი, რომლის სახელსაც უკავშირდება 1963 წლის გახმაურებული საქმე - გლაზგოდან ლონდონში მიმავალი საფოსტო მატარებლის გაძარცვა. მაშინ 15-მა ბოროტმოქმედმა წაიღო 2,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ეს თანხა დღეს 54 მილიონამდე ევროს ეკვივალენტია. რონი ბიგსი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მატარებლის ძარცვის შემდეგ ის გაასამართლეს და 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ რონი ბიგსმა საპატიმროდან გაქცევა შეძლო - პარიზში გაემგზავრა, შეიცვალა გარეგნობა და დოკუმენტები. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, უმეტესწილად ბრალიზიაში. 2001 წელს რონი ბიგსი ნებაყოფლობით დაბრუნდა სამშობლოში - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების იმედით. ბიგსმა კიდევ რამდენიმე წელი დაჰყო ციხეში, რის შემდეგაც ის ჰუმანიტარული მოსაზრებებით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG