Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ შეიწყალა 75 მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ შეიწყალა 75 მსჯავრდებული. მისი განკარგულებით, 54 პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა, 14-ს პატიმრობის ვადა გაუნახევრდა, შვიდს კი ნასამართლეობა მოეხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა აბაშიძის განმარტებით, შეწყალების განკარგულება დღესვე გაეგზავნება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.
XS
SM
MD
LG