Accessibility links

logo-print

ევროკავშირი აკრიტიკებს იტალიაში იმიგრანტთათვის შექმნილ პირობებს


ევროკავშირი აკრიტიკებს იტალიაში იმიგრანტთა ბევრ თავშესაფარში არსებულ პირობებს. ევროკომისარმა საშინაო პოლიტიკის საკითხებში, სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ ევროკავშირს დაწყებული აქვს გამოძიება „იტალიაში დაკავების მრავალ ცენტრში, მათ შორის (კუნძულ) ლამპედუზაზე არსებული საშინელი პირობების გამო“. ლამპედუზაზე იმიგრანტთათვის შექმნილი პირობები სამშაბათს გააკრიტიკა გაეროს ლტოვლილთა სააგენტომაც. მისი შეფასებით, დახმარება, რომელსაც იმიგრანტებს უწევენ, მინიმალურ სტანდარტზე გაცილებით უფრო დაბლაა. ლამპედუზა მდებარეობს ტუნისსა და სიცილიას შორის და მისკენ მიეშურება ევროკავშირში მოხვედრის მსურველი მრავალი მიგრანტი. მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაერომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მსოფლიოს შეახსენებს, რომ „მიგრანტები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებები“ და არ უნდა განიცდიდნენ "არასათანადო მოპყრობას, ექსპლუატაციასა და ძალადობას".
XS
SM
MD
LG