Accessibility links

logo-print

სოზარ სუბარი "ტყუილს" უწოდებს ვანო მერაბიშვილის განცხადებას


საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა "ტყუილი" უწოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომ გასულ პარასკევს გვიან ღამით საპატიმროდან გაიყვანეს. სუბარმა ოთხშაბათს აცნობა ჟურნალისტებს, რომ გასულ შაბათ-კვირას და, სავარაუდოდ, ორშაბათსაც მერაბიშვილთან იმყოფებოდა ადვოკატი და მათ დიდხანს ისაუბრეს. „ეს რომ მომხდარიყო, მერაბიშვილი განცხადებას მაშინვე გააკეთებდა, იმავე დღეს მოითხოვდა გამოძიების დაწყებას და კადრების ამოღებას, მაგრამ როცა ნახა, რომ ვიღაც ადამიანები დაიჭირეს, რომ ახალ ბრალს უყენებდნენ, მაშინ გადაწყვიტა ასეთი ტიპის აპელირების გაკეთება", - აღნიშნა სუბარმა. ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 17 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა, რომ პარასკევს, გვიან ღამით საპატიმროდან გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მთავარმა პროკურორმა მოთხოვა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნაში დახმარება და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დასახელება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მერაბიშვილს, მისივე თქმით, დაემუქრნენ სასჯელაღასრულების დაწესებულებაში პირობების გაუარესებით და მეგობრების და ნათესავების დაპატიმრებით. ამ განცხადებას აბსურდული იმავე დღეს უწოდა საქართველოს პროკურატურამ.
XS
SM
MD
LG