Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ახალი ბრალდება წაუყენეს დამხობილ პრეზიდენტს, მუჰამად მურსის


ეგვიპტის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსისა და ისლამისტურ მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ კიდევ 34 წევრის წინააღმდეგ. პროკურატურის განცხადებით, ეს პირები სჩადიოდნენ და ამზადებდნენ ტერორიზმისა და ძალადობის აქტებს პალესტინელების ორგანიზაცია „ჰამაზთან“ და ლიბანში დაფუძნებულ შიიტურ „ჰიზბოლასთან“ ერთად. ამას გარდა, პროკურატურის თანახმად, ისინი უცხო სახელმწიფოებს აწვდიდნენ ინფორმაციას ეგვიპტის სამხედრო საიდუმლოების შესახებ. მურსის უკვე ასამართლებენ ძალადობის წაქეზებაში ბრალდებით, რომელიც უკავშირდება მისი პრეზიდენტობის პერიოდს (2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივლისამდე).
XS
SM
MD
LG