Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი მოინახულა სახალხო დამცველმა


სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოინახულა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების დეტალებზე ესაუბრა."ჩვენ საათ-ნახევარი ვილაპარაკეთ და მერაბიშვილი მოჰყვა დეტალებს, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ და ის არის გაკვირვებული, რომ გამოძიება არ არის დაწყებული. მერაბიშვილი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მიაწოდოს მას ინფორმაცია", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის განცხადებაზე გამოძიების დროული დაწყება აუცილებელია. "აუცილებელია გამოძიების დაწყება, რათა ყველაფერს გაეცეს პასუხი, რაც უფრო დაგვიანდება და გაიწელება ეს პროცეში დროში, ვფიქრობ, შესაძლოა, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდეს, თუ რატომ არ ხდება განცხადებაზე რეაგირება. აუცილებელია, რომ ზეწოლის შესახებ ნებისმიერმა განცხადებამ გამოძიების სახე მიიღოს", - განმარტა სახალხო დამცველმა.
XS
SM
MD
LG