Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიადის გახსნას


მოლდავეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი არ დაესწრება სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას. ინფორმაცია ამის შესახებ ოთხშაბათს გავრცელდა. რამდენიმე ხნით ადრე ანალოგიური განცხადება გაავრცელეს გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ადმინისტრაციებმა. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბარაკ ობამას დღის წესრიგი არ აძლევს საშალებას, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწროს. ამერიკის შეერთებული შტატები სოჭში გზავნის დელეგაციას, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო.
XS
SM
MD
LG