Accessibility links

logo-print

160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში


ოთხშაბათს, სირიაში, ქალაქ ალეპოში სახელისუფლებო ძალებმა განახორციელეს დარტყმები ამბოხებულების წინააღმდეგ. ამის თაობაზე ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში მყოფი სირიელი უფლებადამცველები ავრცელებენ. მათი თქმით, სამხედრო ოპერაცია ალეპოში უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. პირველი ოთხი დღის მანძილზე ქალაქში 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სისხლიანი დაპირისპირება სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ორ წელზე მეტია გრძელდება. კონფლიქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 126 ათასს აჭარბებს. 2 მილიონ-ნახევარზე მეტმა ადამიანმა სირია დატოვა.
XS
SM
MD
LG