Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ბიუჯეტის კომპრომისული ვარიანტი


ოთხშაბათს, საღამოს, სენატმა, – ამერიკის კონგრესის ზედა პალატამ, რომელშიც უმრავლესობას დემოკრატები წარმოადგენენ, – 64 ხმით 36-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ქვეყნის ორ წელზე გაწერილი ბიუჯეტი. ეს ნიშნავს, რომ აშშ, ფაქტობრივად, თავიდან აიცილებს სახელმწიფო სამსახურების დაფინანსების მორიგ შეჩერებას. ერთი კვირის წინ ანალოგიური გეგმა მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის ხელს მოაწერს ბიუჯეტის კომპრომისულ ვარიანტს. აშშ-ის 2014 წლის ბიუჯეტი 1,012 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG