Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხვარიჭამიაში მცხოვრები დევნილები ყურადღებას ითხოვენ


ცხვარიჭამიაში მცხოვრები დევნილები ყურადღებას ითხოვენ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00
გადმოწერა

სოფელ ცხვარიჭამიაში ჩასახლებულ დევნილთა 25 ოჯახი ყურადღებას ითხოვს. შენობა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ეს ოჯახები 20 წლის წინ შეასახლეს, ამორტიზებულია, არ არის წყალი და არ ფუნქციონირებს კანალიზაცია. წყლის მოსატანად დევნილებს ნახევარი კილომეტრის გავლა უწევთ. შენობა, ფაქტობრივად, ტყეში დგას და იქ მცხოვრებთ დასაქმების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. დევნილები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მათ ბინები თბილისში გამოუყონ, რადგან, როგორც თავად ამბობენ, წლების განმავლობაში ისინი სწორედ დედაქალაქში იყვნენ ჩაწერილი. ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და გეგმავს, დევნილებს საცხოვრებელი რუსთავში შესთავაზოს.

XS
SM
MD
LG