Accessibility links

logo-print

პუტინი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ წარმოუდგენია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს ის შეეხო ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხუთშაბათს მოსკოვში გაიმართა. „ჩვენ მაინც ვხედავთ სიგნალებს, რომლებიც მოდის საქართველოს ახალი ხელმძღვანელობისაგან. გვესმის რა, როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში - როგორც ჩვენ მას ვხედავთ - ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, დავუბრუნდეთ უვიზო რეჟიმს. ეს კარგად უნდა გავიაზროთ ექსპერტთა დონეზე. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი ქვეყნებს შორის ნორმალიზაციის მიმართულებით“, - განაცხადა პუტინმა. მან აღნიშნა ასევე, რომ ქართველი ხალხისადმი მისი დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა - ის ყოველთვის „გულთბილი“ იყო. ვიზებს რაც შეეხება, ოთხშაბათს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოსაღებად. თავის მხრივ, საქართველოს 2012 წლიდან აქვს დაწესებული უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისათვის.
XS
SM
MD
LG