Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი: რუსეთთან შეთანხმება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი იცავს რუსეთიდან დახმარების მიღების თაობაზე შეთანხმებას და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირში უკრაინის მომავალ ინტეგრაციას. ამ საკითხზე იანუკოვიჩმა ხუთშაბათს ისაუბრა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე: „არ არსებობს წინააღმდეგობა უკრაინის კურსსა და რომელიმე ინტეგრაციას შორის. სინამდვილეში, საუბარია არა ინტეგრაციაზე, არამედ ეკონომიკური ურთიერთობაზე. მე და რუსეთის პრეზიდენტს არ გვიმსჯელია ინტეგრაციის საკითხებზე - იქნება ეს ევროპასთან ინტეგრაცია, თუ საბაჟო კავშირი". იქვე იანუკოვიჩმა გააკრიტიკა ოპოზიციის ლიდერები „რევოლუციური“ ქმედებებისათვის და მათ მოუწოდა, არჩევნებს დაელოდონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამასობაში, უკრაინაში გრძელდება ევროინტეგრაციის მომხრეთა საპროტესტო აქციები. მიმდინარე კვირაში მოსკოვმა უკრაინას შესთავაზა 15 მილიარდი დოლარის სესხი და ერთი მესამედით შეამცირა უკრაინაში საექსპორტო გაზის ფასი. ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი არ არის ევროკავშირთან უკრაინის უფრო ახლო ურთიერთობის წინააღმდეგი.
XS
SM
MD
LG