Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეციალური კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს თვალთვალის პროგრამა


აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის რეკომენდაციით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვალთვალის პროგრამაში. სპეციალური კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების ეროვნულმა სააგენტომ აღარ უნდა შეინახოს არქივში აშშ-ის მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები და რომ კონკრეტულმა სასამართლომ - საგარეო სადაზვერვო თვალთვალის სასამართლომ - უნდა გასცეს სანქციები სატელეფონო მოსმენის და ინტერნეტში ინფორმაციის მოგროვების საჭიროების შემთხვევაში. სპეციალური კომისია მოითხოვს ასევე უცხოელი ლიდერების თვალთვალის შეზღუდვას. იუწყებიან აგრეთვე, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის პროექტიც გერმანიამ და ბრაზილიამ მოამზადეს და რომელშიც შესულია მოწოდება, ბოლო მოეღოს მასშტაბურ თვალთვალს. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საფრთხის გამო, რომელსაც თვალთვალი უქმნის ადამიანის უფლებებს. ტექსტში არ არის დასახელებული კონკრეტული ქვეყნები, მაგრამ რეზოლუცია მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილმა კონტრაქტორმა, ედუარდ სნოუდენმა წელს გაამჟღავნა გლობალური თვალთვალის პროგრამის დეტალები.
XS
SM
MD
LG