Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: კალინინგრადში ჯერ არ განთავსებულა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება კალინინგრადის ოლქში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების განთავსების თაობაზე. მისი თქმით, „ისკანდერების“ განთავსება არის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო რეაქცია ევროპაში აშშ-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გეგმაზე. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინი გამოვიდა სიმშვიდისაკენ მოწოდებით და აღნიშნა, რომ რაკეტებზე დისკუსიაში „ახალი არაფერია“ და რომ ეს „ლოგიკური პასუხია“. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება ცნობების გამო, რომ რუსეთმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები განათავსა კალინინგრადში, რომელიც პოლონეთს და ლიტვას ესაზღვრება. შეშფოთებას გამოთქვამენ პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოებიც.
XS
SM
MD
LG