Accessibility links

logo-print

პუტინი: მოსკოვი ხედავს საქართველოს ახალი მთავრობისგან მომდინარე სიგნალებს


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისადმი პირადად მისი დამოკიდებულება შეცვლილია და მოსკოვი ხედავს ახალი მთავრობისგან მომდინარე სიგნალებს. მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისადმი ყოველთვის, სამხედრო კონფლიქტის დროსაც კი კეთილი დამოუკიდებულება ჰქონდა. „არსებობს პრობლემები, რომლებიც ჩვენი ბრალი არ არის. საბრძოლო მოქმედებები ჩვენ არ დაგვიწყია და ეს დიდი ხანია ყველამ აღიარა“, - განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG