Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს უვიზო რეჟიმის აღდგენას


რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმის აღდგენას შესაძლებლად მიიჩნევს. მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმი ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის კარგი ნაბიჯი იქნებოდა და ეს საკითხი საექსპერტო დონეზე შესაბამისად უნდა მომზადდეს. 18 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსკოვი არ არის მზად საქართველოსთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG