Accessibility links

სოზარ სუბარი: თავის წესები აქვს საპატიმროს ვიდეოკამერების მასალის გასაჯაროებას


საქართველოს მთავარი პროკურორისადმი ვანო მერაბიშვილის ბრალდების გამოძიების დაწყებას პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი აქვს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, პოლიტიკურად ხელისუფლებისთვისაა მომგებიანი გამოძიების დაწყება, რათა საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს. „მაგრამ პროკურატურა პოლიტიკური შემადგენელით ვერ იხელმძღვანელებს და სჭირდება სამართლებრივი საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც გამოძიებას დაიწყებს“, - განაცხადა სუბარმა. რაც შეეხება საპატიმროს ვიდეოკამერების მასალის გასაჯაროებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამასაც თავის წესები აქვს. „ჩემ წინააღმდეგ იქნება საქმე აღსაძვრელი, თუ ამ წესებს დავარღვევ. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე დაიწყება, თუ არა გამოძიება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
XS
SM
MD
LG