Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა დღეს კვლავ მოითხოვეს გამოძიების დაწყება


საქართველოს მთავარი პროკურორისადმი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდების გამო მისმა ადვოკატებმა დღეს კვლავ მოითხოვეს გამოძიების დაწყება. გიორგი ჩივიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პროკურატურა გამოძიებაზე უარს ამბობს. ადვოკატ ოთარ კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილის განცხადება შეიცავს არაადამიანური მოპყრობით დამუქრების ნიშნებს, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა და სახელმწფოს სიმართლის დადგენის პოზიტიური ვალდებულება აქვს. ადვოკატების განცხადებითვე, მათ პასუხი დღემდე არ მიუღიათ მოთხოვნაზე, რომელიც მატროსოვის ციხედ წოდებული საპატიმროს ვიდეოკამერების მიერ გადაღებული მასალის ჩვენებას ეხება. მერაბიშვილმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ გასულ პარასკევს საკნიდან გადაიყვანეს სავარაუდოდ, სასჯელაღასრულების დაწესებულებაში, სადაც მთავარმა პროკურორმა ფარცხალაძემ მოთხოვა დახმარება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გახსნაში, მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დასახელება და წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობის პირობების გაუარესებით და მეგობრების და ნათეასავების დაპატიმრებით დაემუქრა. ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებას მთავარმა პროკურატურამ აბსურდი უწოდა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ კი საპატიმროდან მერაბიშვილის გაყვანა უარყო.
XS
SM
MD
LG