Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე შეხვდა საზღვრების საკითხში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, მადრიდში შეხვდა საზღვრების საკითხში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს, იგნასიო სანჩეს ამორს და მასთან ერთად იმსჯელა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან შექმნილ ვითარებაზე. შეხვედრის შესახებ იუწყებიან პრეს-რელიზში, რომელიც 19 დეკემბერს გაავრცელა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, იგნასიო სანჩეს ამორმა ფანჯიკიძეს სთხოვა დახმარება მომავალ თვეებში საქართველოში ვიზიტის ორგანიზების საქმეში, სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარების გასაცნობად. შეხვედრაზე განიხილეს აგრეთვე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ძალისხმევა, რომლის მიზანიც არის საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენა. საზღვრების საკითხში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ამოცანაა, ეუთოს წევრ ქვეყნებში ხელი შეუწყოს ერთმანეთის მოსაზღვრე რეგიონებს შორის თანამშროლობის გაუმჯობესებას და საზღვრებთან დაკავშირებული საკითხებისადმი ყურადღების გამახვილებას.
XS
SM
MD
LG