Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს ხოდორკოვსკის შეწყალებას


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისივე თქმით, აპირებს, შეიწყალოს ყოფილი ოლიგარქი და კრემლის ოპონენტი, პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკი. ამის შესახებ პუტინმა ხუთშაბათს, ყოველწლიური პრესკონფერენციის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს: „ბოლოხანს (ხოდორკოვსკიმ) მომწერა ასეთი ქაღალდი და მომმართა შეწყალების თხოვნით. მან უკვე 10 წელიწადზე მეტი დაჰყო პატიმრობაში. ეს სერიოზული სასჯელია. ის მიუთითებს ჰუმანიტარულ გარემოებებზე, ავადმყოფი დედა ჰყავს. ვფიქრობ, რომ, ყველა ამ გარემოების გათავლისწინებით, შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება და, შესაბამისად, უახლოეს დროში ხელი მოეწერება ბრძანებულებას მისი შეწყალების შესახებ“, განაცხადა პუტინმა. კომპანია „იუკოსის“ დამფუძნებელი, მიხაილ ხოდორკოვსკი, 2003 წელს დააპატიმრეს თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებებით. მის სამართლებრივ დევნას ბევრი მიიჩნევს პოლიტიკურად მოტივირებულად.
XS
SM
MD
LG