Accessibility links

თავდასხმა მოხდა გაეროს ბაზაზე სამხრეთ სუდანში


გაეროს უფიციალურ წარმომადგენელთა თანახმად, ხუთშაბათს შეიარაღებულმა პირებმა ძალით გაიკვლიეს გზა გაეროს სამშვიდობო ძალების ბაზისკენ, სადაც სამოქალაქო პირები აფარებდნენ თავს. ცნობით, თავდასხმის შემდეგ, ბაზაზე, რომელიც ჯონგლიში მდებარეობს, მოხდა შეტაკება. შიშობენ, რომ არის მსხვერპლი. ცნობა, თუ რამდენი ადამიანი დაიხოცა და ვინ, არ გავრცელებულა. ძალადობა სამხრეთ სუდანის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალვა კირის და ყოფილი პრეზიდენტის, რიეკ მაჩარის მომხრეებს შორის ბოლო დღეებში დაიწყო. ეს ორი პოლიტიკოსი სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის და შიშობენ, რომ ბრძოლა ფართო ეთნიკურ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს. გაეროს ბაზაზე თავდასხმას მიაწერენ მაჩარის მომხრეებს. გასულ კვირას დაწყებულ შეტაკებებს ემსხვერპლა 500 ადამიანი, ათასობით პირმა გაეროს საყრდენ პუნქტს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG