Accessibility links

logo-print

76 ადამიანი დაშავდა ლონდონის "აპოლოს" თეატრში ჭერის ჩამონგრევის შედეგად


ლონდონის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 76 ადამიანია დაშავებული ხუთშაბათს ლონდონის თეატრ „აპოლოში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად. 7 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. სამაშველო სამსახურის ექიმების ინფორმაციით, 51 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენს კი შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს დახმარება. ინციდენტის დროს თეატრში 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თეატრ „აპოლოს“ შენობა 112 წლის არის. პოლიცია იძიებს ინციდენტის მიზეზებს.
XS
SM
MD
LG