Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდი უკრაინისთვის სესხის შემცირების მომხრეა


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აცხადებს, რომ უკრაინამ მომავალში ნაკლები ოდენობის სესხი უნდა მიიღოს არასაკმარისი რეფორმების გამო. სსფ-ის ხუთშაბათის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომავალში სესხის გამოყოფამდე უკრაინის მთავრობას უნდა მოეთხოვოს მეტი ეკონომიკური რეფორმის განხორციელება. სავალუტო ფონდი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას - შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი, შეაჩეროს ენერგეტიკის სუბსიდირება, გააძლიეროს საბანკო სექტორი და გაუშვას ვალუტის კურსი. სსფ თვლის, რომ უკრაინის მთავრობის შერეული პოლიტიკა „ხელს უწყობს რეცესიის გაღრმავებას“. უკრაინამ მიმდინარე კვირაში რუსეთისგან სესხის სახით მიიღო 15 მილიარდი დოლარი. 2011 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გაუყინა 15 მილიარდ დოლარიანი საკრედიტო პროგრამა, რადგან უკრაინის მთავრობამ არ შეასრულა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის ვალდებულება.
XS
SM
MD
LG