Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ერაყში ორ აფეთქებას


ერაყის ოფიციალური პირები ავრცელებნ ცნობას, რომ ორი აფეთქება მოხდა ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში, ცხვრის ბაზარზე. პარასკევს მოწყობილ აქტს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ტუზ ხურმატუში მოწყობილი აფეთქებების დროს დაშავდა 25 პირი. ერაყში ტერორისიტები ხშირად აწყობენ აფეთქებებს ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრებსა და კაფეებში, ასევე მეჩეთებთან, რათა მსხვერპლის რაოდენობა მაქსიმალური იყოს. ერთი დღის წინ 36 შიიტი მლოცველი დაიხოცა სამი ტერაქტის დროს, ბაღდადსა და მის სამხრეთში. სულ წელს ერაყში 5500 ადამიანი ემხვერპლა ასეთ თავდასხმებს.
XS
SM
MD
LG