Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტი უკრაინის გარშემო იმსჯელებს


ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც პარასკევს აგრძელებენ შეხვედრას ბრიუსელში, მსჯელობენ იმ შედეგებზე, რომლებიც უკრაინის უარს მოჰყვა, ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს, ხელი მოწერე დოკუმენტზე, უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უკრაინის ოფიციალურ პირთა თქმით, ევრკავშირმა არ შესთავაზა უკრაინას სათანადო დახმარება, რათა ხელისმოწერა გაეიოლებინა. ამ ქვეყნის მთავრობას ამ კვირაში რუსეთი დაპირდა, რომ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მისცემს. მოსკოვმა ზეწოლა მოახდინა კიევზე, არ მოეწერა ხელი შეთანხმებაზე ბრიუსელთან. ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი შეთავაზება, ხელი მოაწეროს უკრაინამ ხელშეკრულებას, კვლავ ძალაშია, თუ უკრაინა შეასრულებს სათანადო პირობებს.
XS
SM
MD
LG