Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ იმედგაცრუებულია, რომ რუსეთი არ მიემხრო სირიის საკითხში უშიშროების საბჭოს განცხადებას


აშშ-მა გამოხატა იმედგაცრუება იმის გამო, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა მიეღო განცხადება, რომელიც გმობდა სირიის მთავრობის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას. ამ იერიშს სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ. დიპლომატების თქმით, რუსეთმა, რომელიც სირიის მოკავშირეა, განცხადებას მხარი არ დაუჭირა. განცხადების ტექსტის პროექტში ნათქვამი იყო, რომ მთავრობის მიერ ალეპოსთან მოწყობილ საჰაერო თავდასხმას ასამდე სამოქალაქო პირი შეეწირა. განცხადება გმობდა სამოქალაქო ომის ორივე მხარის ძალადობას. რუსეთმა და ჩინეთმა ადრეც დაადეს ვეტო უშიშროების საბჭოს ასეთ განცხადებებს, რომელთა მიზანი სირიის მთავრობაზე ზეწოლა იყო სირიაში სისხლისღვრის გამო.
XS
SM
MD
LG