Accessibility links

logo-print

ყაზახეთის პრეზიდენტის ყოფილი სიძე მკვლელობაშია ეჭვმიტანილი


რახატ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდეტის, ნურსულთან ნაზარბაევის ყოფილი სიძე, ეჭვმიტანილია 2006 წელს ჩადენილ მაღალი რანგის პოლიტიკურ მკვლელობაში. ყაზახეთის გენერალური პროკურატურის და ყაზახეთში აშშ-ის ელჩი, ჯონ ორდუეი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ლიდერის, ალტინბეკ სერსენბაიულის მკვლელობის საქმე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი მას მერე, რაც პროკურორებმა ალიევის თაობაზე თქვეს, რომ „აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსაგან“ მიღებული აქვთ დასტური, რომ ალიევმა შეუკვეთა მკვლელობა. ალტინბეკ სერსენბაიული და მისი ორი მოკავშირე სიკვდილით დასჯილები ნახეს ალმა-ატის მახლობლად 2006 წელს. ამ მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ყაზახეთის პარლამენტის აპარატის ყოფილ ხელმძღვანელს, ერჟან ოტემბაევს. ალიევი, რომელიც მკვლელობის პერიოდში ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, ევროპაშია ემიგრაციაში 2007 წლიდან.
XS
SM
MD
LG