Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი საპატიმროს დატოვების შემდეგ გერმანიაში გაფრინდა


ყოფილმა ოლიგარქმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის კარელიის რეგიონში საპატიმრო დატოვა და შემდგომ გერმანიაში გაემგზავრა თვითმფრინავით. ხოდორკოვსკიმ მოულოდნელი შეწყალება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისგან მიიღო. პუტინის თქმით, შეწყალება ემყარება ხოდორკოვსკის დედის ავადმყოფობას და ამდენად, ის ჰუმანური აქტია. ხოდორკოვსკის ადვოკატებმა უარყვეს, რომ ახლა განადგურებული კომპანია იუკოსის დამაარსებელმა პატიება ითხოვა. ხოდორკოვსკი დააპატიმრეს 2003 წელს, როცა პოლიტიკურად გააქტიურდა. მას 2005 წელს გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოუტანეს განაჩენი. 2010 წელს ის მეორედ გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს ფულის მიტაცების გამო. ხოდორკოვსკის თავისუფლოების აღკვეთის ვადა 2014 წლის აგვისტოში სრულდებოდა. ის თავს უდანაშაულოდ ცნობდა. ითვლება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG