Accessibility links

logo-print

ევროკავშირის თავმჯდომარე: უკრაინის მთავრობამ დაკარგა ევროკავშირის ნდობა


ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც პარასკევს აგრძელებენ შეხვედრას ბრიუსელში, მსჯელობენ იმ შედეგებზე, რომელიც უკრაინის უარს მოჰყვა, ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, რომლის ქვეყანა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „ევროპა ღიაა უკრაინის ხალხისთვის, მაგრამ არა მისი მთავრობისთვის“. გრიბაუსკაიტემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ „ნდობა დაკარგა ევროკავშირთან“, როცა უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. თუმცა, თქვა მან, ბლოკი კვლავ ღიაა უკრაინისთვის, მაგრამ ხალხმა უნდა განსაზღვრო მისი მომავალი. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს, ხელი მოწერე დოკუმენტზე, უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უკრაინის ოფიციალურ პირთა თქმით, ევროკავშირმა არ შესთავაზა უკრაინას სათანადო დახმარება, რათა ხელისმოწერა გაეიოლებინა. უკრაინის მთავრობას ამ კვირაში რუსეთი დაპირდა, რომ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს. მოსკოვმა ზეწოლა მოახდინა კიევზე, არ მოეწერა ხელი შეთანხმებაზე ბრიუსელთან.
XS
SM
MD
LG