Accessibility links

ათეულობით ადამიანი დაიხოცა მთავრობის ჯარის იერიშის დროს ჩრდილოეთ ვაზირისტანში


პაკისტანის ვაზირისტანის რეგიონის მთავარი ქალაქის, მირ ალის მცხოვრებნი იტყობინებიან, რომ არმიის მიერ ქალაქისთვის ჭურვების დაშენას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მცხოვრებთ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ახლა უკვე შეწყვეტილი, ჭურვების დაშენის შედეგად განადგურდა მაღაზიების უმეტესობა ბაზარზე, საიდანა გაჭირდა ხალხის საავადმყოფოში გადაყვანა. მთავრობა ამის ფონზე იტყობინება, რომ სამხედრო ოპერაციის დროს რეგიონში 33 ადამიანი, ყველა მეამბოხე, დაიხოცა. არმიის თანამხად, სროლა დაიწყო მას მერე, რაც მეამბოხეებმა კოლონაზე მოაწყვეს თავდასხმა. ამის შემდეგ ოპერაცია განხორციელდა ქალაქში მეამბოხეთა თავშესაფარზე. ჩრდილო ვაზირისტანელმა სტუდენტებმა, დაახლოებით სამასმა პირმა დემონსტრაცია მოაწყო ფეშავარში იმ სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ, რომელსაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ.
XS
SM
MD
LG