Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ენ-დი-აი”: ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს კოალიცია „ქართულ ოცნებას“


კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად. დასმულ შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება.“ წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11%-ითაა გაზრდილი. ახალი, ნოემბრის გამოკითხვის თანახმად, 12-დან 9%-მდეა შემცირებული რაოდენობა იმ რესპონდენტებისა, რომლებიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებენ. ამასთან, გამოკითხულთა 52% ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად სწორედ ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს. ოპოზიციური პარტიების რეიტინგში 8%-ით მეორე ადგილზეა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო და მესამეზე ლეიბორისტული პარტია 4%-ით. რაც შეეხება პერსონალურ რეიტინგებს, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსწონს, 72-72% აქვთ ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვლს, 71% ირაკლი ღარიბაშვილს და 65% დავით უსუფაშვილს. ამავე კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერი დავით ბაქრაძეა, რომლის მოწონების მაჩვენებელი 48%-ს შეადგენს.
XS
SM
MD
LG