Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურატურა გამოიძიებს ცალკე გამოყოფილ გიგი უგულავას საქმეს


"თბილისის განვითარების ფონდისთვის" განკუთვნილი 48 მილიონი ლარის ნაციონალური მოძრაობის პარტიული მიზნებისთვის დახარჯვის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალი და მას მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ხუთი პირის საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია. გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მნიშვნელობა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი დაასახელა. „ამ გადაწყვეტილებით, მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა თავად ბრალდებული გიგი უგულავას განცხადებაც, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა განიხილოს საქმე რუსთავის სასამართლომ, მაშინ როდესაც "თეორიული დანაშაული" ჩადენილია თბილისში და ყველა მოწმე თბილისში მუშაობს“, - ნათქვამია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. მისივე განმარტებით, საქმეზე ბრალდებული მერიის სხვა მაღალჩინოსნების საქმე თავის დროზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს გადაეცა ბრალდებულთა მოთხოვნით, რადგან მათ თბილისის სამმართველოს უნდობლობა გამოუცხადეს. პროკურატურის ცნობითვე, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შესარჩევად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს კანონმდებლობი დადგენილი განსჯადობის წესის შესაბამისად.
XS
SM
MD
LG