Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილ ხოდორკოვსკი გერმანიაში ჩავიდა


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი ბერლინში ჩავიდა, მას მერე, რაც ის დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს. ხოდორკოვსკიმ მოულოდნელი შეწყალება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისგან მიიღო. პუტინის თქმით, შეწყალება ემყარება ხოდორკოვსკის დედის ავადმყოფობას და ამდენად, ის ჰუმანური აქტია. თვითონ ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ მან პუტინს პატიება სთხოვა ოჯახური მიზეზების გამო და რომ თავი დამნაშავედ არ უცვნია. ხოდორკოვსკი დააპატიმრეს 2003 წელს, როცა პოლიტიკურად გააქტიურდა. მას 2005 წელს გადასახადის გადაუხდელობის გამო გამოუტანეს განაჩენი. 2010 წელს ის მეორედ გაასამართლეს და დამნაშავედ სცნეს ფულის მიტაცების გამო. ხოდორკოვსკის თავისუფლების აღკვეთის ვადა 2014 წლის აგვისტოში სრულდებოდა. ითვლება, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG