Accessibility links

ლიტვის პრეზიდენტი: იანუკოვიჩის მთავრობამ „ნდობა დაკარგა ევროკავშირთან“,


ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც პარასკევს აგრძელებდნენ შეხვედრას ბრიუსელში, მსჯელობენ იმ შედეგებზე, რომელიც უკრაინის უარს მოჰყვა, ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. ევროკავშირის ლიდერმა, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ევროკავშირის ურთიერთობა ხანგძლივი იქნება: „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ურთიერთობას ხანმოკლე გათვლების, ან გარედან ზეწოლის გამო ხელი შეეშალოს. არჩევანი თავისუფალი უნდა იყოს. ჩემი აზრით, უკრაინის მომავალი ევროპასთან ერთადაა. შეიძლება ვინმენ მოახერხოს მისი შენელება, შეფერხება, მაგრამ თავიდან ვერ აგვაცილებს“.
რუმპეს თქმით, ევრკავშირს ყოველთვის აცხადებდა, რომ პარტნიორებთან ხელშეკრულებები, რუსეთის ხარჯზე არ იდება. ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, რომლის ქვეყანა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ „ევროპა ღიაა უკრაინის ხალხისთვის, მაგრამ არა მისი მთავრობისთვის“. გრიბაუსკაიტემ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობამ „ნდობა დაკარგა ევროკავშირთან“, როცა უარი თქვა ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე. თუმცა, თქვა მან, ბლოკი კვლავ ღიაა უკრაინისთვის, მაგრამ ხალხმა უნდა განსაზღვრო მისი მომავალი. პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის უარს, ხელი მოწერე დოკუმენტზე, უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უკრაინის ოფიციალურ პირთა თქმით, ევროკავშირმა არ შესთავაზა უკრაინას სათანადო დახმარება, რათა ხელისმოწერა გაეიოლებინა. უკრაინის მთავრობას ამ კვირაში რუსეთი დაპირდა, რომ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს. მოსკოვმა ზეწოლა მოახდინა კიევზე, არ მოეწერა ხელი შეთანხმებაზე ბრიუსელთან.
XS
SM
MD
LG