Accessibility links

logo-print

გაურკვეველი რჩება, მიიწვევენ თუ არა ირანს სირიის შესახებ მოლაპარაკებაზე


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის სპეციალური წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება იმის შესახებ, უნდა მიიწვიონ თუ არა ირანი სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც ჟენევაში 22 იანვარს იიმართება. ბრაჰიმიმ ამის შესახებ განაცხადა პარასკევს ჟენევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ. ის შეხვდა ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს დანარჩენი სამი მუდმივი წევრისა და სირიის მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელ დიპლომატებს. ბრაჰიმის თქმით, შეერთებული შტატები ვერ დააჯერეს, რომ გამართლებული იქნებოდა სამშვიდობო კონფერენციაში ირანის მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG