Accessibility links

logo-print

ობამა: 2014 წელის შესაძლოა, "გარდატეხის წელი" იყოს აშშ-თვის


ბარაკ ობამას ვარაუდით, 2014 წელი შესაძლოა, "გარდატეხის წელი" იყოს შეერთებული შტატებისათვის. ამის შესახებ ობამამ განაცხადა პარასკევს, წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, შეერთებული შტატები გაძლიერებული ეკონომიკით ხვდება ახალ წელს. წლის შემაჯამებელი პრეს-კონფერენციის შესახებ იუწყებიან ასევე, რომ ობამამ მადლობა გადაუხადა უცხოეთში განთავსებულ ამერიკელ ჯარისკაცებს. მოგვიანებით ობამა ოჯახის წევრებთან ერთად გაემგზავრება ჰავაიზე, იქ საშობაოდ დასასვენებლად.
XS
SM
MD
LG