Accessibility links

მოსკოვში ავტოავარიაში დაიღუპა დაღესტნის ვიცე-პრემიერი


მოსკოვში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა დაღესტნის ვიცე-პრემიერი გაჯი მახაჩევი. პოლიციის ცნობით, ის და კიდევ ორი ადამიანი შეიწირა ხუთშაბათს საღამოს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ. მახაჩევი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, მისი მეუღლე და სამი შვილი საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის ინფორმაციით, მახაჩევის მანქანა დაეჯახა მიკროავტობუსს, რის შედეგადაც ორივე ავტომანქანა გადატრიალდა და მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაწყებულია გამოძიება ავარიის მიზეზების დასადგენად.
XS
SM
MD
LG